გაცნობებთ, სს “კურაციო” ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და  დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანდიდატსა და სს “კურაციოს” შორის  გრძლედება შრომითი ურთიერთობა.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სს „კურაციოს“ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სს „კურაციოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: dpo@curatio.ge

წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე,  კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ სს “კურაციოს”  მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.